logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: გიგი წერეთლის მხარდაჭერა იგივეა, გაერო-ს ხელმძღვანელად ვინმეს ბერია რომ დაესახელებინა და საქართველოს მხარი დაეჭირა
- +

5 ივლისი. 2016. 02:37


 

„ეუთო- საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლისათვის მხარის დაჭერა იგივეა, ვთქვათ გაერო- ხელმძღვანელად ვინმეს ბერია რომ დაესახელებინა და საქართველოს მხარი დაეჭირა" , - განაცხადა კოალიცია „ქართული ოცნების" წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა მანანა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.



 გიგი წერეთელი არის საქართველოს მოქალაქე, ჩვენი დელეგაციის წარმომადგენელი. მე არ მგონია, რომ ეს მთავარი ფაქტორი უნდა იყოს. აქ მნიშვნელოვანია სწორედ, თუ რომელ პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენს ის და რა ღირებულებების მატარებელია, რამდენად სცემდა პატივს ეს პოლიტიკური გუნდი ადამიანის უფლებებს და რამდენად მნიშვნელოვანია ის პრინციპები, რის ირგვლივაც ეუთო შეიქმნა. დაახლოებით იგივეა, ვთქვათ გაეროს ხელმძღვანელად ვინმეს ბერია რომ დაესახელებინა და საქართველოს მხარი დაეჭირა იმიტომ, რომ ის ქართველია. შეიძლება ეს შეფასება არ მოეწონოს გიგი წერეთელს ან ბატონ დავით უსუფაშვილს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, თუ რომელი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებს უჭერს მხარს", - განაცხადა მანანა კობახიძემ


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner