ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებს.
„მე სკეპტიკოსებს მივეკუთვნები. ჯანდაცვის მინისტრს უკვე ვუთხარი, რომ ვაქცინაციას არ გავივლი“, - აღნიშნა ალექსანდრ ლუკაშენკომ.
ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გაზაფხულისთვის ქვეყანაში დაახლოებით 1.2 მილიონი ადამიანის ვაქცინაცია იგეგმება.
28 ივლისს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ექიმების დასკვნით, მან კორონავირუსით ინფიცირება გადაიტანა. ბელარუსის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მან დაავადება უსიმპტომოდ გადაიტანა