ქუთაისში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო. ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი რეგულაციების თანახმად, ხალხმრავლობის გარეშე გაიმართა.
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ნაძვის ხე ქუთაისელ მედიკოსებთან ერთად აანთო.
როგორც ადგილობრივ მერიაში აცხადებენ, ნაძვის ხე ბაგრატის ტაძრის ორნამენტების ფრაგმენტული გამოსახულებებითაა შემკული.