logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი: სულხან მოლაშვილის მამას ბანკი ბინას ართმევს!
- +

5 ივლისი. 2016. 02:43



„სულხან მოლაშვილის მამას ბანკი ბინას ართმევს" - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას. როგორც მან აღნიშნა, ოჯახმა ყველაფერი გაყიდა იმისთვის, რომ სულხანის სიცოცხლე გადაერჩინა.



„ჩვენ პეტიციაზე ხელმომწერები და მისი მეგობრები არ გავჩერდებით, იმიტომ, რომ ჩვენ უნდა მოვიხადოთ ვალი მის წინაშე და დავსაჯოთ მისი მწამებლები.  დღეს იყო ასეთი იდეა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების სურათები გადავიღოთ და ქუჩებში გავაკრათ, იმიტომ, რომ შერცხვეს ამ ხალხს რომ ამ ჯალათებს მხარს უჭერენ.

 

თქვენ არ გეჩვენებათ რომ ვარშალომიძის ჩამოსვლა თემის გადაფარვა იყო?

 

რაც მამა ბასილმა თქვა, მარტო ეს ეყოფა, რომ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე იმ ადამიანების მიმართ, ვინც სულხან მოლაშვილი აწამა. ჩვენი ბრალია, რომ ისინი დღეს ისევ ქუჩაში დადიან.

 

სულხანის მამას ბინა ჰქონია ჩადებული ბანკში და ბანკი ბინას უყიდის! ამ ოჯახმა ყველაფერი დაკარგა, ყველაფერი გაყიდეს, რომ სულხანის სიცოცხლე გადაერჩინათ."- განაცხადა ოქიტაშვილმა. 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner