logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე გიგი წერეთელს: არ შეგრცხვა და არც ახლა გრცხვენია მოლაშვილის და სხვა, რეჟიმს შეწირული ადამიანების გამო!
- +

5 ივლისი. 2016. 03:50



პარლამენტის ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიგი წერეთლის ეუთოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენის შესახებ წერს და იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც „ქართულმა ოცნებამ" წერეთელს მხარი არ დაუჭირა.



„როცა არასოდეს არაფერი გაგიპროტესტებია, როცა მთელი შენი გუნდის საქმიანობა ძალადობაზე, ადამიანის განადგურებაზე, ღირსების აყრაზე, წართმევაზე, ცინიზმზე იდგა და მაინც არაფერი გითქვამს, როცა მქუხარე ტაშს უკრავდი შენი პრეზიდენტის ყველა ახირებას, როცა არ გინანია რუსთაველზე მოკლული და დასახიჩრებული ადამიანების გამო, როდესაც საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდის სურვილი არ გაგჩენია მაშინაც, როცა მამა შვილის საფლავზე უმოწყალოდ დააკლეს, როცა არ შეგრცხვა და არც ახლა გრცხვენია მოლაშვილის და სხვა, რეჟიმს შეწირული ადამიანების გამო და კიდევ ბევრი რამის გამო, მაშინ შენც თანამოაზრე და თანამონაწილე ხარ ამ დანაშაულის- სახელმწიფო ხელისუფლების ხალხზე ძალადობის!

 

ხოდა, რატომ გიკვირთ, თუკი ასეთი კანდიდატის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევის საკითხზე კრიტიკული პოზიცია გამოვხატეთ?! აი, "ქართველია და ქართულ საქმეს გააკეთებს"! -ამ სენტიმენტებით საზოგადოებას ნუ მოვატყუებთ! დანარჩენი დელეგატთა საქმეა!"- წერს კობახიძე. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner