logo_geo
eng_logo
ვახტანგ ძაბირაძე: თავდაცვის მინისტრის საქმე იმ ფუნქციების განხორციელებაა, რომელიც ევალება!
- +

ავტორი ნინო ჯიბუტი

3 მარტი. 2016. 14:08



პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კოალიცია „ქართულ ოცნებაში" არსებულ დაპირისპირებაზე დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა და პარტნიორებს მოუწოდა, კოალიციის შიგნით განიხილონ და მოაგვარონ ის პრობლემები, რის გამოც ერთმანეთს უპირისპირდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ცვლილებებს განახორციელებს. პრემიერმა განაცხადა ისიც, რომ დაპირისპირებაში თავდაცვის მინისტრის ჩართვა მიუღებელია.


ამ განცხადებას „რეპორტიროთან" პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება დროულია დააქცენტები კონკრეტულ საკითხებზე სრულიად გააზრებულად და სწორად ჰქონდა გაკეთებული.


„პრემიერ-მინისტრის განცხადება სრულიად ადექვატური და დროული იყო, რაც მთავარია აქცენტები ყველაფერზე სწორად გაკეთებული და გააზრებულია. ეს განცხადება არამხოლოდ „რესპუბლიკელებისა" და „მრეწველების" მიმართ იყო მიმართული, არამედ საზოგადოებისთვის, რადგან ამ დაპირისპირებამ საზოგადოებაში, სოციალურ ქსელებში აჟიოტაჟი გამოიწვია, ბევრი დააინტერესა და ბუნებრივია, ხელისუფლება და პრემიერი პროცესებს მიღმა ვერ დარჩებოდნენ. განცხადება სწორედ ამ აჟიოტაჟიდან გამომდინარეა გაკეთებული. შესაბამისად, სწორი და დროული მიმართვა იყო" , - აცხადებს ძაბირაძე.

 

პოლიტოლოგის თქმითვე, კოალიციამ უნდა შეძლოს, თუნდაც არსებული მდგომარეობა შეინარჩუნოს. ძაბირაძე, ასევე აღნიშნავს,რომ თავდაცვის მინისტრი პოსტს სანამ იკავებს, მხოლოდ საქმეზე უნდა იზრუნოს.


„კოალიციის დაშლა დღეს არ არის რომელიმე პარტიის ინტერსებში და რაც მთავარია არ შედის ქვეყნის, და ხელისუფლების ინტერესებში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, უნდა მოიძებნოს რესურსი და ეს კონფლიქტი ამოწურულ იქნას.

 

ასევე ვეთანხმების პრემიერი განცხადებას, რომ თავდაცვის მინისტრი არის ჯერ მთავრობის წევრი და შემდეგ საკუთარი პარტიის ლიდერი, ამიტომ უპირველეს ყოვლისა მინისტრის საქმეა იმ ფუნქციების განხორციელება, რომელიც მას ევალება", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.




იხილეთ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის საგანგებო განცხადება http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=1402





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner