logo_geo
eng_logo
ლევან ადეიშვილი: პირველმა ჯგუფმა 2009 წელს შექმნა კომპიუტერული ვირუსი, რომელსაც მხოლოდ მოსმენის ფუნქცია ჰქონდა
- +

5 ივლისი. 2016. 10:00


პროკურორი ლევან ადეიშვილი „პრაიმტაიმთან" ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით საუბრობს. ადეიშვილის განცხადებით,  ვასილ ლელუაშვილის დავალებით პირველი კომპიუტერული ვირუსი 2009 წელს შეიქმნა და შემდგომ 2011 წელს.


„2011 წლის ოქტომბრის დასაწყისში ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება პოლიტიკაში მოსვლის შესახებ. ამავე დღიდან ჩაერთო მთელი სახელმწიფო მანქანა, რათა მაქსიმალურად სწრაფად მოეპოვებინათ მაკომპრომეტირებელი მასალები ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ. ამ პერიოდში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში კიბერმიმართულების კურატორი უშუალოდ ვასილ ლელუაშვილი გახლდათ. ის თავადაც არ უარყოფს, რომ ჯერ 2009 წელს, შემდეგ კი 2011 წელს გასცა დავალება კომპიუტერული ვირუსის შექმნის შესახებ. პირველმა ჯგუფმა 2009 წელს შექმნა ეს ვირუსი, თუმცა შეზღუდული ფუნქციებით, მას მხოლოდ მოსმენის ფუნქცია ჰქონდა. ხოლო მეორე სახის ვირუსი შეიქმნა 2011 წელს, რომელსაც ჰქონდა უფრო გაფართოებული ფუნქციები და შესაძლებლობები არა მხოლოდ მოსმენა, არამედ კომპიუტერში ვიდეოთვალის გააქტიურება და ფარული გადაღება, ასევე კლავიატურის დისტანციური მართვა და ფაილების გადმოტვირთვის შესაძლებლობები. ამის შემდეგ შეიქმნა სპეციალური სამმართველოები, რომელთა ერთადერთი ფუნქცია იყო ის, რომ  მოესმინათ კვალიცია „ქართული ოცნებისთვის". ეს ფაილები გროვდებოდა კუდ-ის სპეციალურ ბაზაში, მოგვიანებით მათი ნაწილი, 17 ფაილი აიტვირთა „იუთუბზე", ბესარიონ სურმავას სახელით",- განაცხადა ადეიშვილმა. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner