logo_geo
eng_logo
მინსკში ანტისამთავრობო მსვლელობები გაიმართა
- +

26 დეკემბერი. 2020. 19:14

 

 

მინსკში ანტისამთავრობო მსვლელობები გაიმართა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

 

ბელარუსის დედაქალაქში მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის გასაპროტესტებლად სხვადასხვა უბანში შეიკრიბა.

 

მინსკის ანტისამთავრობო მსვლელობის პარალელურად, ქალაქ ოსიპოვიჩში ქვეყნის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მხარდამჭერებიც შეიკრიბნენ.

 

ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს შემდეგ არ წყდება. მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner