საპატრულო პოლიციის მანქანა ავტოავარიაში მოხვდა. შემთხვევა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ნოსირთან მოხდა, სადაც საპატრულო პოლიციის მანქანა და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ.
მსუბუქად დაშავდა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მისი საავადმყოფოში გადაყვანა არ გახდა საჭირო. ავარიის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.