logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: არსებობს მორალური საზღვრები, რასაც ადამიანმა არ უნდა გადააბიჯოს
- +

5 ივლისი. 2016. 10:29


„ევროპის სახალხო პარტიის" მიერ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატად გიგი წერეთელი დასახელდა, საქართველოს პრეზიდენტმა მას დადებითი რეკომენდაცია მისცა. ამასთან დაკავშირებით ექსპერტმა მამუკა არეშიძემ „კვირის პალიტრასთან" ისაუბრა და განაცხადა, რომ უარყოფითად აფასებს წერეთლის კანდიდატურას, ასევე პრეზიდენტის რეკომენდაციას, რადგან არ შეიძლება, იმ პოლიტიკური ორგანიზაციის წევრს გაუწიო რეკომენდაცია, რომელიც დამნაშავე პოლიტიკურ ორგანიზაციის წევრია.



„ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელიც  „ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობას  მკვეთრად უარყოფითად ვაფასებ, პრეზიდენტის ეს მოქმედება სულ ცოტა, არაკორექტულია. არ შეიძლება, იმ პოლიტიკური ორგანიზაციის წევრს გაუწიო რეკომენდაცია, რომელსაც სულ რაღაც ორიოდე წლის წინ დამნაშავე პოლიტიკურ ორგანიზაციას ეძახდა.

 

არსებობს მორალური საზღვრები, რასაც ადამიანმა არ უნდა გადააბიჯოს. აქ ქართველობაში არ არის საქმე.

 

გიგი წერეთელი რომ წარედგინა პოლიტიკურ პარტიათა რაღაც ერთობას, ეს ყოფილიყო კონსოლიდებული ძალების კანდიდატი , სხვა საქმე იქნებოდა, მაგრამ ხომ კარგად ვიცით, რომ ის წარადგენა  „ევროპის სახალხო პარტიამ", რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" უპირობო მხარდამჭერია.

 

გიგი წერეთლის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ, მიმაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს არ უნდა დაუჭირო მხარი ამ მაღალ თანამდებობაზე", - აცხადებს მამუკა არეშიძე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner