როგორც იქნა 2020 წელი დასასრულს უახლოვდება, ადამიანები, ახალ წელს, ახალი იმედებითა და გეგმებით ელოდებიან. ასტროლოგების აზრით, იმისთვის რომ, ამა თუ იმ წელმა კეთილდღეობა მოგიტანოთ, მას საკადრისად უნდა დახვდეთ.
ვინაიდან 2021 წელი თეთრი ხარის წელია, უნდა შეეცადოთ მას ასიამოვნოთ, ოღონდ ისე, რომ ვირთხას არ აწყენინოთ, რადგან ჩინური ჰოროსკოპის თანახმად, 2021 წლის 11 თებერვლამდე კვლავ ვირთხის წელია.
რა უნდა გქონდეთ საახალწლო სუფრაზე იმისთვის, რომ მომავალი წელი ბედნიერი გქონდეთ? - ამ კითხვით „დაიჯესტმა“ ასტროლოგ მიხეილ ცაგარელს მიმართა.
მისი თქმით სასურველია ტრადიციული კერძები, და ნათელ ფერებში გაწყობილი სუფრა.
„2021 წელი ჩინური ასტროლოგიის მიხედვით, თეთრი ხარის წელიწადია. აღმოსავლური ასტროლოგიის თანახმად, ეს დღე 11 თებერვალს აღინიშნება. თუმცა, რახან ჩვენ 31 იანვარს ვხვდებით ახალ წელს, გასათვალისწინებელია, როგორც ხარის ინტერესები, ისე ვირთხის, ვინაიდან 2021 წლის 11 თებერვლამდე მთავრი ფავორიტი ნაცრისფერი ვირთხაა. ამიტომ საახალწლო სუფრაზე ხარის სიმბოლოსთან ერთად ვირთხის სიმბოლოც უნდა იყოს.
შესაბამისად საახალწლო სუფრაზე უნდა გვქონდეს:
ვირთხის სიმბოლო
ყველი
თხილი
ხარის სიმბოლო
მწვანილი
აგრეთვე, სასურველია ლითონის ჭურჭელი და ნაკეთობები.
რაც შეეხება ფერებს, 2021 წლის მთავარი ფერებია: თეთრი, ვერცხლისფერი, ცისფერი, ლურჯი, ოქროსფერი და წითელი. ეცადეთ სუფრა და ინტერიერი, ამ ფერებში გააწყოთ“, - ამბობს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი.