logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: სულხანი გახდა რეჟიმის მსხვერპლი და ეს ხალხი უნდა დაისაჯოს!
- +

5 ივლისი. 2016. 10:31


„უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა სულხანის წამებაში და ასევე, ის ადამიანებიც, ვინც ეს სისტემა შექმნა",- ამ  სიტყვებით ეხმაურება უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე სულხან მოლაშვილის გარდაცვალებას. როგორც კაკაბაძემ „პრაიმტაიმს" განუცხადა, მკვლელების დასჯასთან ერთად უნდა მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის გასამართლება.


„ინტელიგეციის ინიციატივით მომზადდა პეტიცია სულხან მოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ეს არის მოკლე ანალიზი, შეფასება და ის მოთხოვნა, რომელსაც საზოგადოება ხელისუფლებისაგან მოითხოვს. ჩვენი მოთხოვნა იქნება, დაისაჯონ სულხან მოლაშვილის მკვლელები და ასევე უნდა მოხდეს რეჟიმის გასამართლება. აქ საუბარია იმაზე, რომ სულხანი გახდა სწორედ ამ რეჟიმის მსხვერპლი და დღეს ეს ხალხი დაუსჯელია. უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა სულხანის წამებაში და ასევე, ის ადამიანებიც, ვინც ეს სისტემა შექმნა. ეს არის უფრო ხელისუფლებისადმი მოთხოვნა, იმიტომ რომ, ხელისუფლება ვალდებულია, რომ კრიმინალების მიმართ ადვეკატური იყოს",- განაცხადა კაკაბაძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner