ბოდბელ მთავარეპისკოპოსს, მიტროპოლიტ იაკობს Covid-19 დაუდასტურდა. იგი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.
ბოქსირებული განყოფილების დირექტორის, ლალი ტურძილაძის განცხადებით, მეუფეს ამ დროისთვის კვლევები უტარდება.
ცნობისთვის, ორი კვირის წინ, ქადაგებაზე მეუფე იაკობმა თქვა, რომ კორონავირუსი ვერაგია და ის ალბათ აუცილებელი იყო კაცობრიობისთვის, რადგან ხალხი გადაგვარებული იყო.
„ვერაგია ეს ვირუსი და ალბათ აუცილებელი იყო კაცობრიობისთვის, უკვე ისე ვიყავით გადაგვარებულები. ძლიერი ქვეყნები არავითარ სოლიდარობას არ გამოხატავენ. ზოგი პირველი და მეორე ხარისხის ქვეყნებია, მაგრამ ადამიანები ხარისხებად არ იყოფიან და არც ქვეყნები არ იყოფიან. ალბათ ყველას თანაბრად უნდა შეეძლოს იმ სიკეთის მიღება, რასაც მედიცინა გვაძლევს და საერთოდ მეცნიერება გვაძლევს. მთავარია არ დავეცეთ - ბევრი ტკივილი გვექნება, სამწუხაროდ. ასე ცუდად თუ მოვიქეცით, სიკვდილიანობაც გვენება. მაგრამ თუ დროზე დავწყნარდით, როგორც თავიდან გვიფარავდა ღმერთი, ისევე დაგვიფარავს“, - თქვა მეუფე იაკობმა.