logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: წერეთლის მხარდაჭერა იგივეა, გაერო-ს ხელმძღვანელად ვინმეს ბერია დაესახელებინა
- +

5 ივლისი. 2016. 10:48


პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად გიგი წერეთლის შესაძლო არჩევის საკითხს გამოეხმაურა.



გიგი წერეთელი არის საქართველოს მოქალაქე, ჩვენი დელეგაციის წარმომადგენელი. არ მგონია, რომ ეს მთავარი ფაქტორი უნდა იყოს. აქ მნიშვნელოვანია, თუ რომელ პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენს ის და რა ღირებულებების მატარებელია, რამდენად სცემდა პატივს ეს პოლიტიკური გუნდი ადამიანის უფლებებს და რამდენად მნიშვნელოვანია ის პრინციპები, რის ირგვლივაც ეუთო შეიქმნა. დაახლოებით იგივეა, ვთქვათ, გაერო- ხელმძღვანელად ვინმეს ბერია რომ დაესახელებინა და საქართველოს მხარი დაეჭირა იმიტომ, რომ ის ქართველია. შეიძლება, ეს შეფასება არ მოეწონოს გიგი წერეთელს ან ბატონ დავით უსუფაშვილს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, თუ რომელი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებს უჭერს მხარს", - განაცხადა მანანა კობახიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner