სამართალდამცველების ინფორმაციით, ბერლინში სროლის ფაქტი შესაძლოა, დანაშაულებრივ დაჯგუფებას უკავშირდებოდეს. ამის შესახებ ქალაქის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა. პოლიციის განცხადებით, ჯერ უცნობია, რამდენი ადამიანი მონაწილეობდა თავდასხმაში. დაჭრილთა ასაკი 30-დან 42-მდეა.
გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, კროიცბერგის რაიონში სროლა დღეს იყო.
ბოლო ინფორმაციით, 4 ადამიანი დაიჭრა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს, სპეცოპერაციაში ჩართულია ვერტმფრენიც.
ჯერჯერობით არაა ცნობილი, დაადგინა თუ არა პოლიციამ მსროლელის ვინაობა.