logo_geo
eng_logo
სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ბერლინში სროლის ფაქტი დანაშაულებრივ დაჯგუფებას უკავშირდება
- +

27 დეკემბერი. 2020. 01:53

 

 

სამართალდამცველების ინფორმაციით, ბერლინში სროლის ფაქტი შესაძლოა, დანაშაულებრივ დაჯგუფებას უკავშირდებოდეს. ამის შესახებ ქალაქის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა. პოლიციის განცხადებით, ჯერ უცნობია, რამდენი ადამიანი მონაწილეობდა თავდასხმაში. დაჭრილთა ასაკი 30-დან 42-მდეა.

 

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, კროიცბერგის რაიონში სროლა დღეს იყო.

 

ბოლო ინფორმაციით, 4 ადამიანი დაიჭრა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს, სპეცოპერაციაში ჩართულია ვერტმფრენიც.

 

ჯერჯერობით არაა ცნობილი, დაადგინა თუ არა პოლიციამ მსროლელის ვინაობა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner