ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ლინას ლინკევიჩიუსის განცხადებით, საქართველო უვიზო რეჟიმს იმსახურებს. მისი თქმით, ქვეყანა რეფორმების პროცესს წარმატებით ახორციელებს და ამ ძალისხმევის დადებითი შედეგებს მალე დაინახავს.
„საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას შემოდგომაზე მიიღებს. საქართველო ამ პროცესის მალე დასრულებას იმსახურებს, თუმცა ფორმალური პროცესის დასასრულებლად ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას შორის კონსენსუსი აუცილებელია.
მე მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს მიღწევებს რეფორმების ჩატარების და ე.წ. საშინაო დავალების შესრულების მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო იმსახურებს უვიზო რეჟიმის მიღებას. ამის შესახებ კომისიამაც გააკეთა პოლიტიკური განცხადება.
შეიძლება შეთანხმებაში საჭირო გახდეს გარკვეული უსაფრთხოების ზომების ჩადება. ვფიქრობ, შემოდგომის დასაწყისისთვის ამ პროცესს დავასრულებთ და მათ მიეცემათ ბოლომდე დამსახურებული უვიზო რეჟიმი", - განაცხადა ლინას ლინკევიჩიუსმა.