logo_geo
eng_logo
დიტო ჩუბინიძე: ამერიკის ელჩები და გვარამიას ლენჩები
- +

27 დეკემბერი. 2020. 12:37

 

 

წინა კვირას „მთავარი არხის“ გენერალურმა კონჩიტამ ნიკუტა გვარამიამ პროგრამა „მთავარ აქცენტებში“ ყველა იმ ელჩის პერსონა მიმოიხილა, რომლებიც 2005 წლის შემდეგ ამერიკამ საქართველოში გაამწესა.

 

ნაცპროკურორალმა ნიკუტამ, როგორც თაღლითებს სჩვევიათ, ტელემონოლოგში თავიდანვე გამოაცხადა – თუ დამიჭერთ, იცოდეთ, რომ არანაირი ქონება არ გამაჩნია, ვცხოვრობ ქირით და ერთადერთი სახლი, რომლეიც ჩემი მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული, ბეთანიაში მდებარე დაუმთავრებელი აგარაკიაო! დაინტერესებულ მკითხველს აქვე ვეტყვი, რომ ოქროყანაში  ერთ-ერთი ფეშენებელური სრასახლი რომ ნიკუტა გვარამიას ეკუთვნის, ბავშვმაც კი იცის, როგორც მოგახსენეთ, გვარამიამ ამერიკის ელჩების ჩამოთვლა რატომღაც 2005 წლიდან დაიწყო და პირველად ჯონ ტეფტი შეაქო – 2008 წლის აგვისტოს ცნობილი მოვლენების დროს ქვეყნის გადარჩენაში დიდი წვლილი შეიტანაო!

 

მერე ჯონ ბასიც განადიდა – სააკაშვილის ხელისუფლებას სისხლს უშრობდაო შეგახსენებთ, ეს ის ჯონ ბასია, რომელსაც შალვა ნათელაშვილმა შაჰ-აბასი უწოდა. 2011 წლის 26 მაისს, სწორედ ჯონ ბასის ელჩობის დროს, სააკშავილმა რუსთაველზესისხლის გუბეები დააყენა და ცემით მოკლული სულიკო ასათიანისა და ნიკა კვინტრაძის გვამები მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნის“ წინ ოლეგ ჟვანიას მაღაზიის სახურავზე შემოაწყო. ცხადია, ამ დაღვრილი სისხლის გამო მისტერ ბასს, რომელიც თურმე, „სააკშავილს სისხლს უშრობდა“, არავითარი პროტესტი არ გამოუთქვამს!  ბასის შემდეგ ნიკუტამ რატომღაც არაფერი თქვა რიჩარდ ნორლანდზე, რომლის ელჩობის დროსაც, სააკშავილი და მისი ხროვა 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში აძაღლდნენ; სამაგიეროდ, ცაში აიყვანა იან კელი და პირდაპირ გამოაცხადა – კვირა არ გავიდოდა, ამერიკის ელჩთან სტუმრად არ მივსულიყავი, კელი კაცი იყო და სწორედ ასეთი ამერიკა მიყვარსო! ერთი სიტყვით, გვარამიამ მისტერ კელი კეთილად მოიგონა, მაგრამ კეთილები ამოუტრიალა დღევანდელ ელჩს კელი დეგნანსა და მის მოადგილე ქეთრინ შვაიცერს, რომელსაც, თურმე, ნიკუტასთვის სახალხოდ გამოუცხადებია – ჟორიკა რურუა პოლიტპატიმარი კი არა, შეიარაღებული ბანდის მეთაურიაო!

 

გვარამია პირდაპირ მოთქვამდა – იან კელის შემდეგ ამერიკის საელჩოში ჩემი „დუხი“ არ ყოფილა, ელისაბედ რუთი საერთოდ არ მეკონტაქტებოდა, ხოლო კელი დეგნანი სათოფეზე არ მიკარებსო!

 

ნიკუტამ ცისფერი ნიფხავი იმაზეც შემოიგლიჯა, ამერიკელებმა ბრიჯიტ ბრინკი ელჩად რომ არ დანიშნეს, აქაოდა, ბიძინა ივანიშვილმა დაბლოკაო!

 

ხაზგასმით ვაცხადებთ – გვარამია არაფერი უთქვამს ამერიკის შეერთებული შტატების იმ ელჩების შესახებ, რომლებიც 1992 წლის სექტემბრიდან 2005 წლის აგვისტომდე საქართველოში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. არადა, ისინი ცოტანი არ ყოფილან, ხუთნი იყვნენ – კერი ქევენა, კენტ ბრაუნი, უილიამ ქორთნი, კენეტ იალოვიცი და რიჩარდ მაილსი. გაგიკვირდებათ და ნიკუტას არც რიჩარდ მაილსი უხსენებია – ავადსახსენებელი „ვარდების რევოლუციის“ თანაავტორი, რომელსაც მერე ვარდოსნებთან წყალი აემღვრა და ნაცფიურერი სააკაშვილი 2008 წლის ომის გაჩაღებაში პირდაპირ დაადანაშაულა!

 

მკვლევარები ერთხელ და სამუდამოდ თანხმდებიან იმაში, რომ ამერიკის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის (უფროსი)ცნობილმა განცხადებამ – „გამსახურდია დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს!“ – საქართველოს პირველი პრეზიდენტის ბედი ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტა. სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა შეიარაღებული ოპოზიციის გააქტიურება და 1991 წლის 2 სექტემბრის მოვლენები, როცა პუტჩისტებმა საქართველოს ეროვნულ ხელისუფლებაზე იერიშის მიტანა პირველად სცადეს...

 

მაშინ საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ არ იყო დაშლილი, საქართველოს დამოუკიდებლობა არცერთ ქვეყანას არ ჰქონდა აღიარებული და, შესაბამისად, თბილისში არც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო არსებობდა. სამაგიეროდ, არსებობდნენ „ცერეუს“ აგენტები და კურატორები, რომლებიც საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ ცენტრს ინფორმაციას ინფორმაციაზე აწვდიდნენ და შესაბამის დირექტორებსაც იძლეოდნენ. ამ ხალხთან, მაგალითად, კავშირი ჰქონდა ზვიად გამსახურდიას წარმომადგენელს ფინეთში რენო სირაძეს, რომელიც ბოლო დროს გამიშარასტდა, თუმცა, ამაზე სხვა დროს...

 

საბჭოთა კავშირი დაიშალა თუ არა, ოთხ დღეში, 1991 წლის 25 დეკემბერს, რუსთაველის პროსპექტზე ატეხილ რუსული ჰაუბიცების გრიალში ამერიკამ საქართველოს დამოუკიდებლობა ცნო... 1992 წლის 24 მარტს, მოსკოვიდან შევარდნაძის ჩამოყვანიდან 17 დღეში, ამერიკამ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობაც დაამყარა, ხოლო 23 აპრილს თბილისში ამერიკის საელჩო გაიხსნა.

 

თავიდან ამერიკის ელჩის მოვალეობას კერი ქევენა ასრულებდა, მაგრამ 1992 წლის სექტემბერში პირველ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ვაშინგტონიდან კენტ ბრაუნი მოავლინეს, რომელმაც საქართველოში 1995 წლის აგვისტომდე დაჰყო.

 

სწორედ კენტ ბრაუნის ელჩობის დროს ჩააბარეს აფხაზეთი, მოკლეს ზვიად გამსახურდია, გადაბუგეს და გაძარცვეს სამეგრელო, დახვრიტეს მშვიდობიანი მიტინგები, აწამეს პოლიტიკური პატიმრები და მამუკა ხაზარაძესთან და სხვა შულერებთან ერთად პირწმინდად გაიძარცვა ქვეყანა!

 

კენტ ბრაუნის ერთი სიტყვაც კი საკმარისი იყო, რომ შევარდნაძეს ვერც აფხაზეთის ჩაბარება გაებედა და ვერც ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაცია, მაგრამ ამერიკის ელჩი დუმდა... ამერიკის ელჩები დუმდნენ მაშინაც, როცა ნიკუტა გვარამიას დირექტორი მიხეილ სააკაშვილი, აწ განსვენებულ ზურაბ ჟვანიასთან, ხათუნა გოგორიშვილთან, მიხეილ მაჭავარიანთან, გია ბარამიძესთან და „მოქალაქეთა კავშირის“ მთელ სამგლეთთან ერთად არჩევნებს ტოტალურად აყალბებდა.

 

ამერიკის ელჩ უილიამ ქორთნის კრინტი არ დასცდენია, როცა 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნები შევარდნაძემ ჯუმბერ პატიაშვილს მოპარა! ხოლო 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების ტოტალური გაყალბება მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ჟვანიას ამერიკის ელჩმა კენეტ იალოვიცმა პირადად მიულოცა...

 

1993 წელს კენტ ბრაუნის ნაცვლად საქართველოში ამერიკის ელჩი კელი დეგნანი რომ ყოფილიყო, ზვიად გამსახურდიას შევარდნაძე ვერ მოკლავდა და ვერც აფხაზეთს ჩააბარებდა!

 

კელი დეგნანი რომ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს (უფროსი) მრჩევლად ჰყოლოდა, საქართველოში კანონიერი, ეროვნული ხელისუფლების დამხობას ამერიკის შეერთებული შტატები მწვანე შუქს არ აუნთებდა და ჩვენი სამშობლო წვერმოშვებული და შეიარაღებული ბანდიტების თარეშს გადაურჩებოდა!

 

საქართველოში ამერიკის ელჩი კელი დეგნანი რომ ყოფილიყო, შევარდნაძე აფხაზეთში, პროვოკაციულ ომს ვერ დაიწყებდა და ქვეყანა ტერიტორიულ რღვევას თავიდან აიცილებდა!

 

საქართველოში ამერიკის ელჩი კელი დეგნანი რომ ყოფილიყო, ე.წ. ვარდების რევოლუცია ვერ მოხდებოდა და სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოს პროვოკაციულ ომს ვერ გააჩაღებდა, ხოლო ნაძირალა გია ბარამიძე სვანეთში, სოფელ ეცერში, ევგენი აფრასიძეს საკუთარ სახლში ვერ გამოწვავდა და ბორკილებდადებულ ომეხ აფრასიძეს ვერ დახვრეტდა!

 

საქართველოში ამერიკის ელჩი კელი დეგნანი რომ ყოფილიყო, ზურაბ ჟვანია, სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე, ზურაბ ვაზაგაშვილი, დათო ცინდელიანი, ნავთლუღში ჩახოცილი აჭარელი ბიჭები, პაატა ქარდავა, როინ შავაძე და კიდევ ათეულობით და ასეულობით გამქრალი და დახვრეტილი ცოცხლები იქნებოდნენ!

 

საქართველოში ამერიკის ელჩი კელი დეგნანი რომ ყოფილიყო, სააკაშვილის 30-ლარიანი „კასტილებიანი“ გამაუპატიურებლები – თემურ უბირია და კოხტა კოდუა ვერ იარსებებდნენ!

 

აი, ამიტომ ემტერება საქართველოს დამაქცევართა სექტა ქალბატონ კელი დეგნანს და ამიტომ უწოდებს ქათმების ბრიგადირი ნიკუტა გვარამია პრეზიდენტ ტრამპს „კლოუნს“...

 

საქართველოში ამერიკის ელჩი კელი დეგნანი რომ ყოფილიყო, ნაცპროკურორი ნიკუტა გვარამია „ბადრი პატარკაციშვილის საქმეს“ ვერ „შეკერავდა“ და თუ გააყალბებდა, ციხეში ამოყოფდა თავს!

 

დღეს საქართველოში ამერიკის ელჩი კელი დეგნანია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მანძილი მესაჯდომეთა იმპერატრიცა ნიკუტა გვარამიასა და ვირის აბანოს შორის ძალიან მცირეა!

 

დიტო ჩუბინიძე

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner