logo_geo
eng_logo
კახა მიქიაშვილი: პიკი უკვე გადატანილი აქვს, თავს კარგად გრძნობს
- +

27 დეკემბერი. 2020. 13:17

 

 

ბოდბელი მიტროპოლიტი, მეუფე იაკობი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს.

 

“ვირუსი ბოდბეში დედებს დაუდასტურდათ და მეუფე კელიიდან არ გამოდიოდა, რამდენიმე დღე იყო თავის კელიაში, არავისთან ჰქონია შეხვედრა, მათ შორის არც პატრიარქთან. გუშინ ანალიზების გასაკეთებლად მივიდა და გაირკვა, რომ მას ჰქონდა კოვიდი, ფაქტობრივად გადატანილი აქვს, მაგრამ ურჩიეს ექიმებმა, რამდენიმე დღე რეაბილიტაციისთვის დატოვეს. პიკი უკვე გადატანილი აქვს, თავს კარგად გრძნობს და რამდენიმე დღეში საავადმყოფოს დატოვებს,”- უთხრა “კურიერს” სტიქაროსანმა კახა მიქიაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner