logo_geo
eng_logo
დავით უსუფაშვილი: არ არის გამორიცხული, „რესპუბლიკელებმა“ ვარშავის სამიტის შემდეგ დავტოვოთ თანამდებობები
- +

5 ივლისი. 2016. 10:51


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებით, რესპუბლიკური პარტიის წევრები მინისტრთა კაბინეტს დატოვებენ ცივილიზებულად, თუმცა ამ ეტაპზე აღნიშნული გადაწყვეტილება არც რესპუბლიკური პარტიის წევრებს და არც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიღებული არ აქვთ.



რესპუბლიკური პარტიის მინისტრები არ დატოვებენ თანამდებობებს რუსეთიდან შემოძახების გამო ან ქართველი რუსეთუმების, ანტინატოელების პროტესტის გამო. ისინი თანამდებობებს დატოვებენ მაშინ, როდესაც რესპუბლიკური პარტია ჩათვლის ამას საჭიროდ პოლიტიკურად ან პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი გადაწყვეტს ასე. დღევანდელი მდგომარეობით ჯერ არც რესპუბლიკურ პარტიას მიუღია ეს გადაწყვეტილება და არც კვირიკაშვილს. ამასთან, არჩევნები ახლოვდება და მის მოახლოებასთან ერთად ყველა პარტია ემზადება არჩევნებისთვის. არ არის გამორიცხული, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ მივიღოთ ეს გადაწყვეტილებები, მაგრამ ეს იქნება არა კარების გამოჯახუნება, არა ფანჯრიდან ვინმეს გადმოგდება, არამედ ცივილიზებულად დატოვება თანამდებობების. ჩვენ ცივილიზებულ გაყრის პროცესში ვართქართულ ოცნებასთან", კოალიციურ პასუხისმგებლობებს ვასრულებთ სანამ საჭიროა და ამასობაში არჩევნებისთვის ვემზადებით", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner