logo_geo
eng_logo
აჭარაში სოციალურად დაუცველი და სხვადასხვა კატეგორიის ოჯახებისთვის სასურსათო კალათების გადაცემის პროცესში ბიზნეს-სექტორიც ჩაერთო
- +

27 დეკემბერი. 2020. 15:16

 

 

აჭარაში სოციალურად დაუცველი და სხვადასხვა კატეგორიის ოჯახებისთვის სასურსათო კალათების გადაცემის პროცესში ბიზნეს-სექტორიც ჩაერთო. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სხვადასხვა კომპანიამ 2 000 პირს – ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველებს, მარტოხელა პენსიონერებს წინასაახალწლოდ სასურსათო კალათა გადასცა.

 

მათივე ცნობით, პანდემიის პირობებში, სოციალურად დაუცველი სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის, დახმარების მიზნით, 50 000 მეტი სასურსათო კალათისა და მედიკამენტების მიწოდება განხორციელდა.

 

ამჟამად პროცესის მესამე ეტაპი მიმდინარეობს. სასურსათო კალათების დარიგების პროცესში მოხალისეები, ახალგაზრდები და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლები არიან ჩართული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner