logo_geo
eng_logo
ისრაელში კორონავირუსის გამო სრული ლოკდაუნი უკვე მესამედ ამოქმედდა
- +

27 დეკემბერი. 2020. 19:50

 

 

კორონავირუსის გამო ისრაელში საყოველთაო ლოკდაუნი უკვე მესამედ ამოქმედდა - ამის შესახებ France 24 წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას საკუთარი სახლებიდან 1000 მეტრის რადიუსში მოძრაობა აქვთ ნებადართული. არის გარკვეული გამონაკლისები. მაგალითად, არ დახურულა სკოლები, პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით.

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიუჰუმ იმედი გამოთქვა, რომ „რეკორდულად სწრაფი“ ვაქცინაცია ქვეყანას ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნების შესაძლებლობას რამდენიმე კვირაში მისცემს. ამ ეტაპზე ქვეყანაში 2, 25 მილიონის (მოსახლეობის მეოთხედი) აცრას ერთ თვეში გეგმავენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner