ახლახან სოციალური ქსელები ნაკონსერვატორალ-ნამთავარპროკურორალ-ნაჯალათარ ნიკა გვარამიას გოდებამ შეძრა, სააკოვის მამლაყინწა ვერ ეგუება პერსპექტივას, რომ ციხე შეიძლება ახეხინონ და ისტერიულ ტირადას აღავლენს:
„მე დიდი ხანია შეგუებული ვარ იმას, რომ ციხეში ჯდომა მომიწევს, ამის არ მეშინია, მაგრამ არ შემიძლია მტირალი სოფოს ყურება, არ შემიძლია, როცა ჩემი უფროსი შვილი, რომელიც ამერიკაშია და წლების განმავლობაში ვერ ვნახულობ და მისთვის აქ ჩამოსვლა გამორიცხულია იმიტომ, რომ მეშინია, რამე არ მოუწყონ. მე არ შემიძლია, როცა ჩემს საშუალო შვილს, რომელიც, როგორც ხვდება, რომ რაღაც ხდება, იწყებს „სერჩვას“ და ნერვიულობაზე ენა ებმება...“
გვარამიას სიტყვებზე ჩემს გონებაში მყისვე ჩემი ცხოვრების უმძიმესი პერიოდი გაცოცხლდა: შეიარაღებული გადატრიალების მიზნით შეთქმულების მოწყობის გამოგონილი ბრალდებით, მე და ჩემი 11 მეგობარი დაპატიმრებულები ვართ, პერიოდულად სასამართლო სხდომები მიმდინარეობს, არადა, შეთქმულება, რომელსაც გვაბრალებენ, ბუნებაში არ მომხდარა! პროკურატურას ჩვენ წინააღმდეგ მტკიცებულებები არ გააჩნია, თავიდან ბოლომდე ცრუ მოწმეების ცრუ ჩვენებებზე აქვს ბრალდება აგებული! საზოგადოება გაფაციცებით ელოდება შედეგს, დაჯერება უჭირთ, რომ 12 ადამიანი ხელისუფლების შეიარაღებული გზით დამხობას მართლაც აპირებდა! ნიკა გვარამია ამ დროს გენერალური პროკურორის მოადგილედ მუშაობს და, როგორ ფიქრობთ, რას მოიმოქმედებს? ეშმაკსაც რომ განაცვიფრებდა ფლიდობით, იმ ხერხს მიმართავს! მისი უშუალო მითითებით, „რუსთავი-2“ იღებს „დოკუმენტურ“ ფილმს, სადაც ე.წ. საიდუმლო თათბირის ილუზიაა: ნახევრად ბნელ ოთახში სხედან ადამიანები, რომელთა ამოცნობა შეუძლებელია! არც ხმა ისმის?! მხოლოდ კადრები! ამ კადრების ჩვენებით ქმნიან ყალბ საზოგადოებრივ აზრს, რომ თითქოს შეთქმულება მართლაც შედგა! აი, ამგვარად, 12 ადამიანი ხანგრძლივი ვადით გამოგვკეტეს სისხლიანი რეჟიმის ციხეში! მაშინ არავის უფიქრია ჩვენი შვილების, მათ შორის, ნიკა გვარამიას შვილის ტოლი პატარა გოგონების ბედზე, რომლებიც უმამოდ, „სამშობლოს მტრის შვილის“ იარლიყით გაიზარდნენ ისე, რომ გადაიტანეს უამრავი დამცირება, სარკასტული გამოხდომები სკოლაში, კვირიდან კვირამდე შიმშილ და გაჭირვება და მხოლოდ კეთილი ადამიანების წყალობით ედგათ სული! დაუმახინჯდათ ბავშვობა დ დიდობაშიც გაჰყვათ იმ უზარმაზარი სტრესის კვალი!
ნიკა გვარამია, თურმე, ნერვიულობს, რომ როდესაც მის შვილებამდე მისი სახელის გარშემო აჟიოტაჟი აღწევს, ისინი ნერვიულობენ... არა, ძვირფასო მკითხველო... აქ ჩემგან ნიშნის მოგებას ნურავინ დაელოდება... პატარა ბავშვის ცრემლი დაუშვებელია, თუნდაც ის დამნაშავისა და მკვლელის შვილი იყოს! ნიკა გვარამიას გამო არ უნდა დაისაჯონ მისი შვილები!
მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შვილის ცრემლებზე სპეკულირებით ნიკა გვარამიამ ან სხვა ნაცჯალათებმა დამსახურებული სასჯელი აირიდონ!
ნიკა გვარამიავ, შე ნაძირალა! სააკოვის სისხლიანი რეჟიმის მთავარი პროკურორის მოადგილე რომ იყავი და უდანაშაულო ადამიანებს შენი შლეგი ბელადის „დილიხორზე“ იჭერდი, იმათაც რომ ჰყავდათ პატარა გოგონები! რამდენი მათგანისთვის მიუსვენებიათ საყვარელი მამიკოს ნაწამები გვამი შენი ცილისწამების გამო – გიფიქრია მათ ელდაზე, მათ დარდსა და ცრემლებზე? გიფიქრიათ იმაზე, რომ შენგან უსამართლოდ, უსაფუძვლოდ და ცილისმწამებლურად გამეტებული ადამიანების შვილების ცოდვა ოდესმე კისერს დაგიმძიმებდა და წაგაჩოქებდა? შენს პატარა გოგოს არავინ უსურვებს იმ ხვედრს, რომლის გაძლებაც შენ სხვების პატარა გოგონებს და ბიჭუნებს აიძულე... მაგრამ, შენც ხომ უნდა დაფიქრდე ოდესმე, რომ შენი დათესილი ურჯულოების ყანა დამწიფდა, რაც დათესე, აწი მხოლოდ იმას მოიმკი და ყველაფრის გამო მოგეზღვება?
საკუთარი პირი საზოგადოებრივ ტუალეტს რომ დაამსგავსე, ხომ უნდა მოგეხსენებოდეს, რომ სიტყვა მატერიაა... თავის დროზე ხომ სამყარო სიტყვისგან შეიქმნა და... შენც მაგ მყრალი სალაპარაკოდან არასწორად გამოსროლილი ყველა სიტყვა უკანვე დაგიბრუნდება?! იმის მაგივრად, მუხლებზე იდგე და ინანიებდე, კიდევ უფრო მეტ ზიზღსა და დაუნდობლობას თესავ... ისევ სისხლი გწყურია... ისევ გვამები გელანდება და გული გწყდება, რომ ძალა აღარ შეგწევს, სიცოცხლის მოყვარული ადამიანები ძველებურად გვამებად აქციაო! შენი განსაცდელები ახლა იწყება... მოასწარი სინანული, თორემ შენს მოსახარშ კუპრის ქვაბს უკვე შენთებული აქვს ცეცხლი! გინდა, გირჩიო გამოსავალი, რასაც შენი უახლოესი ადამიანებიც არ შემოგთავაზებენ! შეეცადე, შენი ჩადენილი ბოროტებები სინანულის ცრემლით დაალბო! სათითაოდ გაიხსენე ყველა შენი ავკაცობა... ვინც შენს ავკაცობას ცოცხალი გადაურჩა, სათითაოდ მიეახლე, დაჩოქილმა სთხოვე პატიება, ხოლო შენი მიზეზით დაღუპულთა სულების საოხად ღმერთს შეჰღაღადე!
მხოლოდ ეს შეგიმსუბუქებს მდგომარეობას! ისტერიკას მოაშთობს და გონების თვალს აგიხელს! შენგან დარღვეულ სამართალსა და ასტრალურ წონასწრობას მეტ-ნაკლებად აღადგენს, შვება დაგეუფლება, თუ შენგან გამეტებული რომელიმე უბრალო ადამიანი დიდსულოვნად გაპატიებს! გვერდიდან შეხედე შენს თავს – რას გავხარ?! ციხე გემუქრება და შიშით სუნი დააყენე? აქაურ ციხეს კიდევ რა უშავს... მთავარია, იქაური სასჯელი აირიდო! მე გირჩიე და აწი შენ იცი...
ზაზა დავითაია