logo_geo
eng_logo
ნიკოლ ფაშინიანი: თუ აღმოჩნდება, რომ სომხეთს შეუძლია, სარკინიგზო კავშირი ჰქონდეს როგორც რუსეთთან, ასევე ირანთან, ეს სომხეთისთვის კარგი ამბავი იქნება, თუ ცუდი?
- +

28 დეკემბერი. 2020. 00:42

 

 

თუ აღმოჩნდება, რომ სომხეთს შეუძლია, სარკინიგზო კავშირი ჰქონდეს როგორც რუსეთთან, ასევე ირანთან, ეს სომხეთისთვის კარგი ამბავი იქნება, თუ ცუდი? – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში, რეგიონული სატრანსპორტო გზების განბლოკვაზე საუბრისას განაცხადა.

 

ფაშინიანის თქმით, საგზაო კონტროლის საკითხი შემდგომი განხილვის საგანია და ასევე არსებობს რიგი სხვა საკითხები, რომელთა მოგვარებაც აუცილებელია.

 

სომხეთის მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ პრობლემატური საკითხები მოგვარდება.

 

„გუშინ ზემო ლარსი მთლიანად დაიხურა ყველა ტიპის სატვირთო მანქანისთვის და ეს ნაცნობი ამბავია. მაგალითად, თუ აღმოჩნდება, რომ ჩვენ შეგვიძლია სარკინიგზო კავშირი გვქონდეს რუსეთთან, ასევე გვქონდეს სარკინიგზო კავშირი როგორც რუსეთთან, ასევე ირანთან, ეს კარგი ამბავი იქნება, თუ ცუდი ჩვენთვის? თუ ჩვენ, მაგალითად, ნახიჩევანის გავლით ირანში წავალთ, როგორ წარმოგვიდგენია, ამის თქმა, რომ ნახიჩევანის ტერიტორიით რუსეთში უნდა წავიდეთ, მაგრამ აზერბაიჯანი ჩვენი ტერიტორიის გავლით არ უნდა წავიდეს ნახიჩევანში? ეს შესაძლებელია?“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner