logo_geo
eng_logo
საუდის არაბეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა
- +

5 ივლისი. 2016. 11:31


საუდის არაბეთში, მუსლიმანთა წმინდა ქალაქ მედინაში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ამის შესახებ ინფორმაციას საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


აფეთქების შედეგად დაიღუპა დაცვის სამსახურის ოთხი თანამშრომელი, ხუთი ადამიანი კი დაშავდა.


თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მუჰამედ წინასწარმეტყველის მეჩეთის კომპლექსის წინ მდებარე ავტოსადგომზე მას შემდეგ აამოქმედა, რაც დაცვამ მისი ქმედებები საჭვოდ მიიჩნია და მისი გაჩერება სცადა.


საუდის არაბეთში მომხდარი ტერაქტი მუსლიმანთა წმინდა თვის რამადანის დასრულებას დაემთხვა. საუდის არაბეთის ხელისუფლების მონაცემებით, ივნისის განმავლობაში უცნობმა პირებმა სამეფოში 26 თავდასხმა განახორციელეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner