logo_geo
eng_logo
„საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა ნიშანია, რომ მოსკოვი საბჭოთა იმპერიის აღორძინებას ცდილობს“
- +

5 ივლისი. 2016. 11:59


დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის სპეციალურ ანგარიშში, რომელშიც რუსეთისგან მომავალ საფრთხეებზეა საუბარი, ნათქვამია, რომ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა ნიშანია, რომ მოსკოვი საბჭოთა იმპერიის აღორძინებას და საკუთარი გავლენის გაფართოებას ცდილობს.



რუსეთი განიხილავს NATO- გაფართოებას არა როგორც სუვერენული სახელმწიფოების თავისუფალ არჩევანს, არამედ როგორც დასავლეთისგარშემორტყმის" პოლიტიკას. 2015 წლის რუსეთის სამხედრო დოქტრინაში მთავარ საფრთხედ გამოცხადებულია - „NATO- სიმძლავრის პოტენციალის გაზრდა" დაNATO- წევრი ქვეყნების სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან მიახლოება".

2008 წელს NATO- ბუქარესტის სამიტმა წინ წაწია საქართველოსა და უკრაინის NATO-ში სამომავლო გაწევრიანების შესაძლებლობის საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ პროცესი არ გახორციელდა, ის გამოიყენეს როგორც საკვანძო ფაქტორი რუსული სამხედრო ძალის გაფართოების გასამართლებლად.

სწორედ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთმა დაიწყო საკუთარი შეიარაღებული ძალების ფართო მოდერნიზაცია.

რუსეთის კიბერთავდასხმები მთელი ევროპის მასშტაბით და საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა არ არის ცალკეული ქმედებები, არამედ ამბიციის სიმპტომებია, მოახდინოს შიდა მხარდაჭერის სტაბილიზაცია იმისთვის, რომ საბჭოთა იმპერიის ნაწილი მაინც აღადგინოს და მოახდინოს მოსკოვის გლობალური გავლენის აღორძინება და გაფართოება", - ნათქვამია ანგარიშში.



დიდი ბრიტანეთის პარლამენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების განახლებასა და გაფართოებას და მკაცრად უპასუხოს „რუსეთის რემილიტარიზაციას".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner