-
+
28 დეკემბერი. 2020. 11:49
აზერბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში შეტაკებების შესახებ იუწყებიან.
აზერბაიჯანის თადაცვის სამინისტრო მთიან ყარაბაღში სომხური სამხედრო დაჯგუფების თავდასხმის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
აზერბაიჯანის მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ სომხური დაჯგუფება აზერბაიჯანის სამხედროებს ხოჯავენდის რაიონში დაესხა თავს, რომლის შედეგად ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მიღებული ზომების შედეგად, დაჯგუფების ექვსივე წევრი განადგურდა.
პარალელურად, სომხური მედია სომხეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ჰადრუთის რაიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შესახებ იუწყება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დანაკარგები აქვთ როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის მხარეს.
წყარო :