logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: როგორც ყველა მხდალი, სააკაშვილი მოლაშვილის მსგავს ძლიერებს არ პატიობდა
- +

5 ივლისი. 2016. 12:02


საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ სულხან მოლაშვილის მიმართ მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა.


„სულხან მოლაშვილი იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პერსპექტიული ახალგაზრდა, რომელსაც ვიცნობდი 90-იანი წლებიდან, როდესაც მე ვიყავი პარლამენტარი. ის იყო გაცილებით უფრო ახალგაზრდა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა, შემდეგ იყო კონტროლის პალატის თავმჯდომარე... ის მოიაზრებოდა შეიძლება, პრეზიდენტის მემკვიდრედაც კი... ალბათ, ესეც იყო გაღიზიანების მიზეზი იმ მტრობის, რომელიც სააკაშვილის მიერ პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ, გადაიზარდა სულხან მოლაშვილის დევნაში.

 

როგორც ყველა მხდალი კაცი, სააკაშვილი არ პატიობდა თავისზე ძლიერებს და ალბათ ესეც იყო მიზეზი იმისა, რომ სააკაშვილი, ისევე როგორც მხდალი ადამიანები, სულხან მოლაშვილის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით  გამოირჩეოდა და მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომელშიც იმყოფებოდა ეს მთასავით კაცი", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

 

მან ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლებას ასეთი სისასტიკის არქიტექტორები აუცილებლად უნდა დაესაჯა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner