მსოფლიო COVID-19-ის პანდემიას დღემდე ებრძვის. დღემდე გვესმის მოწოდებები „დარჩით სახლში“ და „გაუფრთხლდით ერთამენთს“. ეს მოწოდებები ბევრისთვის რთულად შესასრულებელი აღმოჩნდა, თუმცა არა ჩვენი დღევანდელი რესპონდენტისთვის. ქართველი მუსიკოსი გია ნიკოლაძე კორონავირუსამდე ისედაც სახლში რჩებოდა. ბოლო, რამდენიმე წელია შინიდან ფიქრობს დედამიწის დატკბობაზე. არტისტს ფიქრებისა და იდეების ორგანიზებაში „საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია“ (GERA) დაეხმარა. რას საქმიანობს მუსიკოსი ახლა და რის გაკეთებას აპირებს მომავალში, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ. ასევე გაიგებთ, იწყება თუ არა საქართველოდან - მსოფლიო რევოლუცია?
-ახალმა კორონავირუსმა მსოფლიო შეცვალა. თქვენს ცხოვრებაში რა ცვლილება გამოიწვია COVID-19-მა?
-კოვიდმა გარემოებები შეცვალა. ადამიანები ბუნებისადმი სულ სხვანაირად დააფიქრა და სხვაგვარად განაწყო. ერთად ვცადეთ ჟანგბადის გასუფთავება და ეს მოვახერხეთ. თვითმფრინავები, რომ აღარ დაფრინავენ ოზონის ხვრელი შეიკრა. შეიძლება ითქვა, რომ დედამიწას ვუმკურნალეთ. დაახლოებით ხუთი წელია სახლში ვარ და ვწერ რაღაცებს. 5 ათასამდე ლექსი დამიგროვდა. ჩემი პოემა რა თემაზეცაა ეს სწორედ დედამიწაა. დედამიწა დედა-ღმერთია და მას დატკობა სჭირდება. ჩვენ, რომ მას დავატკბობთ, მერე ის ჩვენ დაგვატკბობს, ამიტომ „დედამიწის დაშაქვრა“ უნდა გავაგრძელოთ.
-რას ნიშნავს „დედამიწის დაშაქვრა“?
-„დედამიწის დაშაქვრა“ არის პერფორმანსი, რომლის მიზანია შაქრის დადებითი განწყობით გადმოყრა. ამ პერფორმანსმა სახე იცვალა. თავდაპირველად ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდებოდა. შემდეგ, ყოველ წელს და ახლა ვფიქრობ, ყოველ თვე უნდა ჩატარდეს. შარშან „დედამიწის დაშაქვრაში“ GERA ძალიან მომეხმარა.
-რა არის პერფორმანსის მიზანი?
-ამ პერფორმანსის მიზანია, ეს თემა აგორდეს და მოედოს მთელ მსოფლიოს. მე სულ სხვა თვალით ვუყურებ ამ ყველაფერს. შაქრის დადებითი განწყობით გადმოყრას მიკროსკოპული ელემენტები გრძნობენ. ადამიანის განწყობაზე მოდიან ფოსფორები. ხოდა იმ ფოსფორებს, რომ ეს შაქარი ეხება, რა თქმა უნდა იქ ქიმიურად რაღაც ხდება და დადებითად უნდა შეეხოს. თვითონ შაქარი უკვე დადებითია. ვანგა რადგან აგროვებდა და დედამიწას ატკობდა იქიდან მჯერა. ვანგასი იმიტომ მჯერა, რომ ქარბორბალამ აიტაცა და დასვა ორ კილომეტრში. ეს ღმერთის ხელდასმული გამოდის. ჩემ პოემაში არის ქარი ღმერთის ხელი. ქარი არის ღმერთის ხელი. ჩვენ ვართ ქართა-ველი, ქართ-ველი, საქარ-თველო, სადაც ქარები ატრიალებენ და ის ხელი იქ არის ჩაკეტილი, ანუ დაფიქსირებული. მე ეს დამაწერინა ჩიტმა, რომელსაც ვაბრალებ, რომ ამბები მოაქვს. და ეს ყველაფერი ვიცი, რომ ფანტასტიკად ჩანს, მაგრამ ეს რეალობაა. მართლა რეალობაა.
-„საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია“ ახსენეთ. რატომ შეუერთდით GERA-ს გუნდს?
-წელიწად ნახევარზე მეტია რაც GERA-ში გავწევრიანდი. ახლობლებად ჩავთვალე. უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს. შემოსავალი აქ უფრო მეტია, ვიდრე წინა ორგანიზაციაში. წინაზე იყო რაღაც გროშები. დამცინავი. პანდემიის დროსაც კი, GERA გვერდში გვედგა.
-თემა გავშალოთ და გვითხარით, როგორია დედამიწის თქვენეული განმარტება?
-დედამიწა არის დედა-ღმერთი და ყველასათვის ერთი!
„საკმარისია თითით შეეხო,
მთაში მომავალ წყაროს ანკარას,
რომ იმავე წამს ყველა ზღვა იგრძნობს,
რა ფიქრები გაქვს მის შვილს პატარას“.
-გვითხარით, რომ პოემას წერთ. კიდევ რითი ხართ დაკავებული?
-ახლა გამამხნევებელ სიმღერას ვწერ, რომელსაც მისამღერი ექნება ასე: - „გაბედე, არ დანებდე! შენ თავს ენდე ძვირფასო“! კონკრეტული ადრესატი არ ჰყავს. ყველას ეძღვნება. ერთმანეთს ვუმღერით. ბედობის სიმღერაა. სიმღერას ფატუნა ბუშიჰედთან, ქელი ბუშიჰედთან და ნიკოლოზ ნიკოლაძესთან ერთად შევასრულებ.
-სამომავლო გეგმები გაგვანდეთ?
-სამომავლო გემგები არის, ჩემი პოემის შესახებ ფილმის გადაღება და სპექტაკლების დადგმა. მოსიარულე პერფორმანს-ფესტივალის შექმნა, სახელწოდებით - „დედამიწის დატკობა“. რომლის მიზანი ადამიანების ქვეცნობიერში დედამიწის არის ახსნა იქნება. ის, რომ დედამიწა დედა-ღმერთია, ყველას დედა ღმერთი რომ არის და მას უნდა ისეთი მოპყრობა, როგორც სალოცავებს. დედამიწას მთელმა მსოფლიომ ერთად უნდა მოაყაროს შაქარი.
გარდა ამისა, პანდემიის შემდეგ, მინდა დიდი კონცერტი გავაკეთო. კულტურულ რევოლუციას დავიწყებდით. „არ დაჭირდება ოქროს არცერთი უნცია, საქართველოდან იწყება მსოფლიო რევოლუცია“! „კულტურით დაფინასნდება კულტურის რევოლუცია“!
-ახალი წელი გვიახლოვდება. რას უსურვებთ მსოფლიოს?
-თუ ნებას დამრთავთ ლექსად ვიტყვი.
„ფრაზა, რომ ბრძანა უნეტარესმა ყოველი ერის ლოცვად ჩამესმა,
აი ასე ჟღერს ფრაზა ფრთიანი: - ღმერთი! სამშობლო! ადამიანი!
დაადასტურებს ქვეყნად ვინცაა მას, რომ სამშობლო დედამიწაა.
იგი თუ ცეცხლია, იგი თუ წყალია იგი თუ მიწაა, რომელიც ქალია
იგი თუ დედაა და თან ცოცხალია მასში ზის ღმერთია და იგი მრგვალია.
ქვეყნად მრავალი წიგნია თორა, ყურანი, ბიბლია,
თუ დედამიწა ღმერთდება, ყოველი წიგნი ერთდება!
ინტერვიუ მოამზადა: ილონა ცაცუამ