logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: ეთერას, სიკვდილ შეგუებულს მიქელ გაბრიელი დამარცხებული ყავდა და შემშურდაააა!
- +

28 დეკემბერი. 2020. 16:29

 

 

 

 

ამ გაზაფხულზე დავწერე -

 

ბაზარში ეთერა შემხვდა, იდგა აბუზული გაუთენებელში, თავზე ნაქსოვი ქუდი ეხურა და ზემოდან თავშალი შემოეხვია. კვერცხი ჩამოეტანა გასაყიდად და ჩემთვის ხარისთვალა დაეკრიფა.

 

 - იმ შაბათს ყვითელგულა ნარცისები უნდა წამოგიღო და ჩამო... ეს კვერცხებიღა დამრჩა, იაფად გავცემ და მალე უნა წავიდეე,  საფლავზე ვარ ასასვლელი, ვარდები უნა დავრგოოო

 

- გამიბა ლაპარაკი

 

- ეთოო, ვარდები  სადაც არ  დავრგე, არ გაიხარა და თავი დავანებე - შევჩივლეეე

 

 - ჩვენი სასაფლაო ტყის პირასაა, ნეშომპალა მიწაა და იქ ვარდი კი არა,  მიცვალებულებიც კარქა ხარობენ

 

-რაააა?

 

- ხოო, სუ ერთად არიან , ჩემი დედამთილ-მამამთილი და  მაგათი  მშობლები, ჩემი მაზლები, ძალოები, ჩემი ქმარი, სუუ ერთად არიან , 11 სულიიი ... რომ ავდივარ, ერთი დღე არ მყოფნის საფლავის გასაწმენდად. ბალღები კი მეუბნებიან, ბაბო, მანქანით წაგიყვანთო, მაგრამ არ მინდა, სასაფლაოზე ფეხით უნა წახვიდე, გზაში ხომ უნდა ვიფიქრო..

 

-რა უნდა იფიქრო, ეთოო?

 

- რადაა. მე რომ წამიყვანენ ამ გზით, თუ წვიმიანი იქნა, გაუჭირდებათ ცოცხლებს, ტალახი იქნება...აბა, მე რაი მენაღვლება, ჩემებთან მივალ და მერე ჩემებიც ჩემთან მოვლენ...

 

მივხვდი, ეთერას, სიკვდილ შეგუებულს მიქელ გაბრიელი დამარცხებული  ყავდა და შემშურდაააა!!!

 

 პ.ს. ამ შაბათს ბაზარში, სადაც ეთერა დგებოდა, ის დახლი ცარიელი დამხვდა და არც არავინ გაჰკარებია, წასულა ეთერა თავისიანებთან "გასახარებლად". ტალახს არავინ შეუწუხებია, წინა ღამით სოფელში მოუთოვია!!!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner