logo_geo
eng_logo
თინა ხიდაშელი: თავდაცვის სამინისტროს საყოველთაო გაწვევის აკრძალვაზე ვალდებულება არ აუღია
- +

5 ივლისი. 2016. 12:16


„საქართველო NATO-ს ვარშავის სამიტზე ალიანსში გაწევრების სამოქმედო გეგმას მოითხოვს", - აცხადებს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი. მედიასაშუალებებთან შეხვედრისას მინისტრმა ხელი მოაწერა  განკარგულებას, რომელის თანახმადაც, სამხედრო სავალდებულო გაწვევა გაუქმდა.


 

„2013 წელს პრეზიდენტის მიერ გამოცემული  ნორმატიული აქტით თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იყო, გაეუქმებინა გაწვევა . 2016 წელი უნდა მოხმარებოდა  2017 წლიდან გაწვევის დასრულების მზადებას. ეს არ მოხდა. პარლამენტში საყოველთაო გაწვევის კანონპროექტიც ჩავარდა.

 

მე, როგორც მინისტრი, ვალდებული ვიყავი, ბოლომდე დავლოდებოდი საკანმომდებლო პროცესს. შემდეგ საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო და რადგან აკრძალვა ვერ მოვასწარით, თავდაცვის სამინისტრომაც გაიწვია წვევამდელები. ეს გაწვევა რამდენიმე დღის წინ დამთავრდა. ძალიან მალე, აგვისტოში, ახალი გაწვევა იწყება, შესაბამისად, უნდა მესარგებლა დროში ლუფტით და ჩემი გადაწყვეტილება გამეცხადებინა.

 

პრეზიდენტის აქტი ძალაშია, ის არავის არ გაუუქმებია, NATO-ს წინაშე აღებული ვალდებულებაც ძალაშია და თუ საშემოდგომო გაწვევაშიც მივიღებდით მონაწილეობას, ვარღვევდით მოქმედ აქტებს, ამიტომაც მოცემული ვადის მიხედვით, აგვისტომდე შევასრულე აღებული ვალდებულება.

 

პროცესი, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობდა, ეხებოდა საერთოდ გაწვევის აკრძალვას. თავდაცვის სამინისტროს საყოველთაო გაწვევის აკრძალვაზე ვალდებულება არ აუღია.  მხოლოდ თავდაცვის მიმართულებით ვიყავით ვალდებულები  და შესაბამისად, ჩემი მოვალეობა შევასრულე", - აცხადებს თინა ხიდაშელი.

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner