რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ, მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულა.
დეპუტატის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ, მან სოციალური ქსელის საშუალებით, პატარა გოგონას, ქრისტინე აფაქიძის შესახებ შეიტყო, რომელიც მრავალშვილიანი ოჯახიდანაა და სურდა ნაძვის ხე, საკუთარ ოჯახში საახალწლო განწყობის შესაქმნელად.
გოჩა ენუქიძე სოფელ ლესემაში, ქრისტინას ოჯახს პირადად ესტუმრა.
ნაძვის ხე, საახალწლო დეკორაციები და ტკბილეულობა მიუტანა და დამდეგი 2021 წელი საუკეთესო სურვილებით მიულოცა.
„ბავშვებს ყველაზე გულწრფელად და ყველაზე მეტად უხარიათ ახალი წელი, ამიტომ ბედნიერი ვარ, რომ ბავშვები ახალ წელს, ახალი ნაძვის ხით, ამაღლებული განწყობით და კვლავ კეთილი სურვილებით შეხვდებიან.“-აცხადებს გოჩა ენუქიძე.