logo_geo
eng_logo
ბექა ლილუაშვილი: ჩვენი მთავარი მიზანი სწრაფ ეკონომიკურ აღდგენაზე ორიენტირებული პოლიტიკაა
- +

28 დეკემბერი. 2020. 18:36

 

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, სიღარიბე და უმუშევრობა ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. მისივე თქმით, პრობლემის დასაძლევად არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. ამასთან, როგორც ბექა ლილუაშვილი ამბობს, პანდემიის პირობებში მათი მთავარი მიზანი სწრაფ ეკონომიკურ აღდგენაზე ორიენტირებული პოლიტიკაა.

 

„სიღარიბე და უმუშევრობა არის ჩვენი ქვეყნის, როგორც ისტორიული პრობლემა და მემკვიდრეობა, რომელიც იყო და რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად და პრიორიტეტად.

 

იმ პროგრესის მიუხედავად, რომელიც დღეს კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა, ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში სიღარიბისა და დასაქმების პრობლემა გადავლახოთ. ამასთან დაკავშირებით ნაბიჯები არაერთხელ გადაგვიდგამს. საქართველოში არსებობს გლობალური ეკონომიკირი კრიზისი და პანდემია. შესაბამისად, ბუნებრივია, არსებობს იმის რისკები, რომ ეს მაჩვენებელი მოკლევადიან პერიოდში, ვიდრე პანდემია მიმდინარეობს, გაიზარდოს, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანია სწრაფ ეკონომიკურ აღდგენაზე ორიენტირებული პოლიტიკა“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner