logo_geo
eng_logo
სააკაშვილის დედის უნივერსიტეტში სტადიონს ანგრევენ
- +

5 ივლისი. 2016. 12:26


საქართველოს უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სტადიონზე დღეს დილიდან ხელოვნური მინდვრის საფარის აღება და მოედნის ექვს ადგილას გაბურღვა დაიწყო.



ნადგურდება კიდევ ერთი სტადიონი. მბურღავებმა სწორედ მაშინ დაიწყეს მინდვრის საფარის აყრა და ბურღვის პროცესი, როცა სტადიონზე უნივერსიტეტის გუნდი ვარჯიშობდა.

 

ჩემი ინფორმაციით, შვიდსართულიანი სასწავლო კორპუსის აშენებას აპირებენ. როგორც ვიცი, მშენებლობის უფლება არ აქვთ", - განაცხადა უეფა-ს მედიაოფიცერმა მამუკა კვარაცხელიამ.



სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორის ანზორ აბშილავას განცხადებით, ტერიტორიის ქვეშ განლაგებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის უნიკალური სასწავლო ლაბორატორია.



მსგავსი ლაბორატორია არ აქვს ევროპის არც ერთ უნივერსიტეტს. ნებისმიერი მშენებლობა, რომელიც ამ სტადიონის ტერიტორიაზე იქნება განხორციელებული, დიდ ზიანს მიაყენებს აღნიშნულ ლაბორატორიას", - განაცხადა ანზორ აბშილავამ.



საქართველოს უნივერსიტეტი დაახლოებით ათი წლის წინ მიხეილ სააკაშვილის დედამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა გიული ალასანიამ მანანა სანაძესთან ერთად დააარსა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner