logo_geo
eng_logo
ჯოზეფ ბორელი: რუსეთის მედიამ ევროპული და ამერიკული ვაქცინების შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა იმ ქვეყნებში, სადაც თავისი პრეპარატის გაყიდვა სურთ
- +

28 დეკემბერი. 2020. 22:42

 

ჯოზეფ ბორელი: რუსეთის მედიამ ევროპული და ამერიკული ვაქცინების შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა იმ ქვეყნებში, სადაც თავისი პრეპარატის გაყიდვა სურთ

 

 

„რუსეთის მედიამ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია კოვიდ -19-ის წინააღმდეგ ევროპული და ამერიკული ვაქცინების შესახებ იმ ქვეყნებში, სადაც თავისი პრეპარატის გაყიდვა სურთ“, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელიმ განაცხადა.

 

„ვაქცინის დასავლელ მწარმოებლებს ღიად დასცინიან რუსეთის მრავალეროვან მედიაში, რასაც ზოგიერთ შემთხვევაში მივყავართ აბსურდულ განცხადებებამდე, რომ ვაქცინა ადამიანებს მაიმუნებად აქცევს. ასეთი საუბრები აშკარად არის მიმართული ქვეყნებზე, სადაც რუსეთს სურს თავისი ვაქცინის „სპუტნიკ“ -ის გაყიდვა“ , - წერს ბორელი თავის ბლოგში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner