რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის ინფორმაციით, პარტია დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართავს შეხვედრას:
„რესპუბლიკური პარტიის წინადადებით, მოულოდნელად შექმნილ რთულ პოლიტიკურ ვითარებაში სიცხადის შესატანად, პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დაინიშნა პარტიის უფლებამოსილი პირების შეხვედრა, რომელიც გაიმართება დღესვე", - ნათქვამია განცხადებაში.