logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: კუს ტბაში თევზის გაშვება ზიკას ვირუსის გამავრცელებელ კოღოსთან კავშირში არ არის
- +

5 ივლისი. 2016. 13:02


საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკო განცხადებით, კუს ტბაში თევზის გაშვება ზიკას ვირუსთან ნამდვილად არ არის კავშირში.

მისივე თქმით, ზიკას ვირუსის გადამტანი კოღოს სახეობა აღმოჩენილია შავიზღვისპირა რეგიონში და არა კუს ტბაზე.



ამ შემთხვევაში, ეს ზიკას ვირუსთან კავშირში არ არის, რადგან ზიკას ვირუსის გადამტანი არ არის საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული კოღო ანოფელესი. ანოფელესი საქართველოში საუკუნეების განმავლობაში იყო, მასთან ბრძოლა მიმდინარეობს. თევზი გამბუზია ანოფელესს ანადგურებს. რაც შეეხება ზიკას, მისი გადამტანი კოღოს სახეობა აღმოჩენილია შავისზღვისპირა რეგიონში და არა კუს ტბაზე. კუს ტბაზე ცალსახად ეს არ არის. მიმდინარეობს წყალსატევებისა და შენობის შიდა სივრცეების მასობრივი დამუშავება. კუს ტბაში თევზის გაშვება ზიკასთან ნამდვილად არ არის კავშირში", - განაცხადა დავით სერგეენკომ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner