logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: დავით უსუფაშვილს ზედმეტი მოუვიდა
- +

5 ივლისი. 2016. 13:05


„დავით უსუფაშვილს ზედმეტი მოუვიდა - კულტურულად რომ თქვა, გააკეთა ვითარების უტრირება და ამ უტრირებით, თავის განცხადებით, უხერხულობას კიდევ მეტი უხერხულობა დაამატა", - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციას, რომელიც მან ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურის წარდგენისა და ამ საკითხის გარშემო განვითარებული მოვლენების შეფასებისას გუშინ დააფიქსირა.



გიგი წერეთლის კანდიდატურასთან დაკავშირებით აზრი გაიყო - პრეზიდენტი ერთ აზრზეა, ქართული ოცნება" - მეორე აზრზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ თავის შეფასებაში მან (დავით უსუფაშვილმა) უტრირება მოახდინა. სიტყვები თავისმომჭრელი", შემარცხვენელი"... თუკი მართლა მიაჩნია, რომ ასეთი მდგომარეობაა, თავისი განცხადებით კიდევ მეტი დაამატა იმ უხერხულ მდგომარეობას, თუკი არის ეს უხერხული მდგომარეობა. ადამიანები ვართ, წინასაარჩევნო პერიოდია და თქვა, რომ 5 ივლისის შემდეგ პოლიტიკურ გუნდში გადაინაცვლებს. პარლამენტის თავმჯდომარე მდგომარეობის განმუხტვას უნდა ეცადოს, ვიდრე მდგომარეობის გამწვავება", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner