logo_geo
eng_logo
რა შემთხვევაში უნდა მიიღოს ადამიანმა ანტიბიოტიკი - გიორგი ღოღობერიძის განმარტება
- +

29 დეკემბერი. 2020. 02:28

 

 

ექიმი გიორგი ღოღობერიძე ამბობს, რომ ანტიბიოტიკების მიღება, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლება. მისივე თქმით,  ადამიანებმა ანტიბიოტიკების თვითნებურად მიღებით, შესაძლოა, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაიმძიმონ.

 

,,როცა ადამიანი სვამს ანტიბიოტიკს, ამის ფონზე წარმოიქმნება ნაწლავური მავნე ბაქტერიები, რომლებიც იწვევენ ფაღარათს. ფაღარათის ფონზე ადამიანს მარტივად შეიძლება დაეწყოს გამოშრობა, რაც არის ერთ-ერთი მძლავრი რისკ-ფაქტორი, რის გამოც შეიძლება ადამიანს დაემართოს თრომბოზი. ეს არის ჯაჭვი, ანტიბიოტიკი-ფაღარათი-თრომბოზი. აქედან გამომდინარე, ადამიანმა სრულიად უნებლიედ, შესაძლოა, თვითონ დაიმძიმოს მდგომარეობა, არაფრის გამო.

 

რა შემთხვევაში უნდა მიიღოს ადამიანმა ანტიბიოტიკი, თუ აქვს მაღალი ცხელება, 38/5 ტემპერატურის ზემოთ, სვამს სიცხის დამწევს და მდგომარეობა არ ემორჩილება, გარდა ამისა, თუ ჩატარებული სისხლის ანალიზის მიხედვით, აშკარად არის ბაქტერიისთვის დამახასიათებელი ნიშნები, ცერიაქტიული მაჩვენებელი აქვს 20-ზე ზევით და ვერ უკავშირდება ექიმს, მაშინ შეუძლია დაიწყოს ანტიბიოტიკის მიღება," - განაცხადა ,,დღის კურიერში" გიორგი ღოღობერიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner