logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: „რესპუბლიკელი“ მინისტრების შემცვლელთა სათადარიგო სკამი საკმაოდ გრძელია
- +

5 ივლისი. 2016. 13:06


„როცა საქმე მის გუნდს ეხება, დავით უსუფაშვილი ადეკვატურ განცხადებებს აკეთებს, მაგრამ თუკი საქმე მის გუნდს არ ეხება და ეხება მის გარეშე პროცესებს, ისეთ შეფასებებს იყენებს, რომელიც ვფიქრობ, არაადეკვატურია", - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი ვოლსკი დავით უსუფაშვილის განცხადებას, რომელიც „რესპუბლიკელი" მინისტრების მთავრობიდან წასვლას და ორი პარტიის „ცივილურ გაყრას" შეეხება.



თუკი რესპუბლიკური პარტიის წევრი მინისტრები წინასაარჩევნო ბატალიებში ჩაერთვებიან, რასაკვირველია, წასვლას ნორმალური სახე აქვს და არაფერი ამაში არაცივილური არ არის. ვფიქრობ, რომ ისინი რესპუბლიკური პარტიის გამორჩეული სახეები არიან - დადებითი თუ უარყოფითი, ეს მეორე მხარეა. ვფიქრობ, რომ რესპუბლიკელები" სამივე მინისტრს პოზიტიურ რესურსად განიხილავენ და ეს ნორმალური პოლიტიკური პროცესია, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ", - განუცხადა გიორგი ვოლსკიმ ინტერპრესნიუსს".



ამასთან, ვოლსკის თქმით, „ქართულ ოცნებაში" „რესპუბლიკელი" მინისტრების შემცვლელთა სათადრიგო სკამი საკმაოდ გრძელია".


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner