რაჭა-ლეჩხუმი სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს საახალწლო ნობათი გადასცა.
„მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახები, ცაგერის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოვინახულე.
სოფლებში ლაჯანასა და ორბელში, მახარობლიძე ინეზას, მიხოს და დათო სილაგაძეების ოჯახებს საახალწლო ნობათი გადავეცით და ის პრობლემები განვიხილეთ, რომლებიც მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.
ადამიანი ჩვენი გუნდისთვის მთავარი ღირებულებაა, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ, თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ცხოვრების დონე და პირობები ეტაპობრივად გავაუმჯობესოთ“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.