ქაშვეთის ტაძარში კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელის სულხან მოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
პანაშვიდს ესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ვიცე-პრემიერები დიმიტრი ქუმსიშვილი და კახა კალაძე. პანაშვიდზე ასევე იმყოფებიან მინისტრები და საქართველოს პარლამენტის წევრები.
სულხან მოლაშვილს ქაშვეთის ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი 46 წლის ასაკში, 29 ივნისს გარდაიცვალა.