logo_geo
eng_logo
ქაშვეთის ტაძარში სულხან მოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
- +

5 ივლისი. 2016. 13:33


ქაშვეთის ტაძარში კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელის სულხან მოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.


პანაშვიდს ესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ვიცე-პრემიერები დიმიტრი ქუმსიშვილი და კახა კალაძე. პანაშვიდზე ასევე იმყოფებიან მინისტრები და საქართველოს პარლამენტის წევრები.


სულხან მოლაშვილს ქაშვეთის ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.


კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი 46 წლის ასაკში, 29 ივნისს გარდაიცვალა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner