logo_geo
eng_logo
„Check in Georgia“-ს ფარგლებში „ფოლკლორის დღეები“ გრძელდება
- +

5 ივლისი. 2016. 13:37


„ფოლკლორის დღეები" ბათუმში გრძელდება. მთელი ზაფხულის განმავლობაში, ზღვისპირა ქალაქში ხალხური მუსიკისა და ცეკვის კონცერტები ყოველდღიურად იმართება. მასში მონაწილეობენ  სახელმწიფო, მუნიციპალური  და  თბილისის ანსამბლები,  რომლებიც ქართულ ხალხურ შემოქმედებას ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს 70 დღის განმავლობაში გააცნობენ. „ფოლკლორის დღეები" ბათუმში 10 სექტემბერს დასრულდება.



შეგახსენებთ, რომ „ფოლკლორის დღეები"  „ჰითბათუმი 2016"-ის პროექტია, რომელიც წელს „Check in Georgia"-ს ფარგლებში 6 ივნისიდან ეწყობა. „ჰით ბათუმი" უკვე მეორე წელია ტარდება. შარშან,  ფესტივალი ბათუმის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა, წელს კი „ჰით ბათუმი" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით პროექტ „Check in Georgia"-ს ნაწილი გახდა. ფესტივალის ფარგლებში, „ფოლკლორის დღეებს" საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი წარმოგიდგენთ.



1-3 ივლისს, ბათუმის ბულვარში კოლონადებთან, ფოლკლორის დღეების ფარგლებში საინტერესო  კონცერტები გაიმართა. მაყურებლის წინაშე წარდგნენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს ანსამბლი „კასლეთილა" და ქედის მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლები „ბეთლემი" და  „იაგუნდი". ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი „თუთარჩელა" და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სარფის ანსამბლი „კოლხა".



„ფოლკლორის დღეებზე" ასევე მონაწილეობენ ფოლკლორული ანსამბლები ქუთაისის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ზუგდიდის, ხულოს, თერჯოლის, ქედის, ზესტაფონის, ლენტეხის, ამბროლაურის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ბათუმის და სხვა მუნიციპალიტეტებიდან, ასევე სახელმწიფო ანსამბლები: სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „რუსთავი", აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „ხორუმი", აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, სახელმწიფო ანსამბლი "ბასიანი",ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის გუნდი „დიდგორი" და სხვა ჯგუფები, შემსრულებლები და ანსამბლები წარდგნენ.



უნიკალური ქართული ფოლკლორი  უცხოელების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, შესაბამისად, მისი  პოპულარიზაცია ტურისტული პოტენციალის ამაღლებას შეუწყობს ხელს", - მიაჩნიათ ფესტივალის ორგანიზატორებს.



საამაყოა, რომ ისეთი მასშტაბური ფესტივალი, როგორიცააჰით ბათუმი 2016"  როგორც შარშან, წელსაც სწორედფოლკლორის დღეებით" დაიწყო. წელს, ფესტივალი ანსამბლმაერისიონმა" გახსნა. შარშანდელთან განსხვავებით, ამჯერად, ფოლკლორი ზღვისპირა ქალაქში თითქმის ყოველდღიურად იქნება წარმოდგენილი. 70 დღის განმავლობაში ამავე რაოდენობის კონცერტი გაიმართება და მონაწილეობას  73-ზე მეტი ფოლკლორული ანსამბლი მიიღებს. „ჰით ბათუმი 2016"  ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას ქალაქ ბათუმში და ჩვენი უნიკალური ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის პოპულარიზაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს მნიშვნელოვანი საღამო გველის, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავს ფესტივალებში და კონცერტებში რეგიონში თბილისური ანსამბლების ჩართვა," - აღნიშნავს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner