logo_geo
eng_logo
ბექა ლილუაშვილი: ჩვენ განვიხილავთ არა მხოლოდ მომდევნო წლის ბიუჯეტს, არამედ მომდევნო 3-4 წლის ეკონომიკის მთავარ ინსტრუმენტებს, თუ როგორ ვუპასუხოთ მთავარ გამოწვევას
- +

29 დეკემბერი. 2020. 14:44

 

პარლამენტის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა  ბიუჯეტის განხილვისას პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ფაქტობრივად გარკვეული კაპიტალური ინვესტიციების შემცირებით  ხელისუფლება ცდილობს დააფინანსოს ბიუჯეტი. შესაბამისად მან კითხვით მიმართა საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს - ბიუჯეტის სოციალურ ნაწილთან დაკავშირებით ხომ არ აქვთ ეფექტიანობის  გარკვეული დანაკლისი და შესაძლებელი ხომ არ არის, რომ ამ მიმართულებით არსებობდეს რესურსი ეფექტიანობის ზრდის ხარჯზე.

 

„განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დღის წესრიგში შემოდის ტარიფების სუბსიდირება და ჩვენ სამწუხაროდ გვიჭირს ხოლმე გარკვეული ვალდებულებებიდან შემდეგ გამოსვლა. ახლა ვამბობთ, რომ ეს ერთი წლის განმავლობაში იქნება და ერთი წლის მერე როგორ ეკონომიკურ რეალობაში ვიქნებით, ამიტომ რთული სათქმელია მოვახერხებთ თუ არა ამ ვალდებულებებიდან გამოსვლას“, -  განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

 

დეპუტატმა  ყურადღება გაამახვილა საგარეო ვალთან დაკავშირებით და ფინანსთა მინისტრს მიმართა, „ფაქტობრივად 2021 წლის ბოლოსთვის ჩვენ გვექნება 2020 წლის დასაწყისთან შედარებით 20%-ით გაზრდილი საგარეო ვალი, საიდანაც კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებული  აღებული ვალი დაახლოებით 14%-ზე ცოტა მეტია, დანარჩენი სხვდასხვა ფაქტორებით არის გამოწვეული, ანუ ეს არის დამატებითი გამოწვევა იმ პარამეტრებთან მიმართებაში, რაზეც ვისაუბრეთ და ეს ავტომატურად ამცირებს ე.წ. ვალის მასტაბილიზებელ დეფიციტს, რაზეც თქვენ ისაუბრეთ, ანუ იმ დეფიციტის მაჩვენებელს, რომელიც საჭიროა ვალის შესამცირებლად.

 

ხომ არ იქნება ეს არსებითი გამოწვევა და ის ინსტრუმენტები, რომლებიც ჩამოთვალეთ საგადასახადო შეღავათების გადახედვის, საწარმოტა რეფორმის და სხვადასხვა მიმართულებით, იქნება თუ არა საკმარისი იმისთვის, რომ ეს დეფიციტი ჩამოვიყვანოთ ამ ნიშნულზე  და ხომ არ იქნება ეს უფრო მეტი ფისკალური კონსოლიდაციის, ანუ გარკვეულწილად გადასახადების ზრდის საფუძველი?“

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner