logo_geo
eng_logo
საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭებას კომიტეტზე ერთხმად დაუჭირეს მხარი
- +

5 ივლისი. 2016. 13:44


ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი განიხილა.



მომხსენებელმა მარია გაბრიელმა კომიტეტის წევრებს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერის რეკომენდაციით კიდევ ერთხელ მიმართა.



მომხსენებელმა დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმები და აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორია.



კომიტეტის ყველა გამომსვლელმა ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭებას. არც ერთ გამომსვლელს არ უთქვამს, რომ პროცესი უნდა გაჭიანურდეს და ბრეგზიტმა გავლენა შეიძლება იქონიოს საქართველოს პარტნიორებთან ურთიერთობაზე. რამდენიმე დეპუტატმა შეჩერების მექანიზმი დაუკავშირა უვიზო რეჟიმს და აღნიშნა, რომ თუ რეგულაციები გამკაცრებული იქნება, ახალი ქვეყნებისთვის არ იქნება პრობლემა უვიზო რეჟიმის მინიჭება, რადგან შეჩერების მექანიზმით შეიძლება კონტროლი.



კონკრეტულ თარიღებზე არც ამ კომიტეტზე უსაუბრიათ, ვინაიდან წინ არის კენჭისყრა როგორც კომიტეტში, ასევე პლენარულ სხდომაზე.



ცნობისათვის, ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტი 7 ივლისის სხდომაზე ვიზა-ლიბერალზიაციის შეჩერების მექანიზმის საკითხს განიხილავს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner