logo_geo
eng_logo
ივანე მაჭავარიანი: კომუნალური გადასახადების სუბსიდირების მიზნით, 2021 ბიუჯეტიდან 105 მილიონი ლარი გამოიყოფა
- +

29 დეკემბერი. 2020. 17:47

 

„კომუნალური გადასახადების სუბსიდირების მიზნით, 2021 წლის ბიუჯეტიდან 105 მილიონი ლარი გამოიყოფა”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას.

 

მისი თქმით, შესაბამისი თანხები ბიუჯეტში უკვე ასახულია.

 

„მთავრობა მზადაა დაასუბსიდიროს დღევანდელ და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობა, 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის. ეს, პრაქტიკლულად, მოიცავს ოჯახების 90-95 პროცენტს.  გარდა ამისა, ბიზნესის სექტორში ჩვენ გამოვყავით კვების მრეწველობა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგი და ვაპირებთ დავასუბსიდიროთ  50% მთელი წლის განმავლობაში. პანდემიის კონტექსტში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის  იმ პაკეტის გაგრძელება, რომელიც ჩვენ 2020 წლის გაზაფხულზე შევიმუშავეთ და ასევე, ავამოქმედეთ მეორე ტალღის დროს 2020 წლის 1-ლი ნოემბრიდან. ასევე, მნიშვნელოვანია წყლის ტარიფი, რომელიც ნომინალურ გამოხატულებაში  მცირედით იზრდება, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენ მაინც ვთვლით, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომლებიც არიან 70 ათას სარეიტინგო ქულამდე, მათთვის ეს მაინც მტკივნეულია, ამიტომ ვაპირებთ მათაც შევეხიდოთ (ეს ეხება თბილისს, რუსთავსა და მცხეთას). ეს ის მაქსიმუმია, რაც დღეს საქართველოს ბიუჯეტს შეუძლია“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner