logo_geo
eng_logo
ბრიტანეთის კოვიდკლინიკებში ჟანგბადის დეფიციტია
- +

29 დეკემბერი. 2020. 21:10

 

 

ბრიტანეთის კოვიდკლინიკებში პაციენტების სამკურნალოდ ჟანგბადი არ ჰყოფნით. ამის შესახებ ექიმ-რეანიმატოლოგი, ბრიტანეთის ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტი სამანტა ბატ-როდენი იუწყება.

 

„საავადმყოფოებში ჟანგბადის მარაგი მთავრდება. ერთ-ერთ ფონდში არაინვაზიური აპარატებიც აღარ დარჩა. შექმნილი ვითარების გამო გვიწევს პაციენტების გადაყვანა 65 მილის დაშორებით მდებარე სხვა კლინიკაში. მოგიწოდებთ ყველას, დარჩით სახლში,“-წერს „ტვიტერზე“  მედიკოსი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner