„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს წმინდა რამაზანის დღესასწაულს ულოცავს.
„ვულოცავთ ჩვენ მუსლიმან თანამემამულეებს წმინდა რამაზანის დღესასწაულს. ეს დღე სრულიად განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია თითოეული მუსლიმანისთვის. ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ - დიდი კულტურა და ისტორია გვაქვს თანაცხოვრების. ვუერთდებით თქვენს რელიგიურ სიხარულს. დარწმუნებულები ვართ, ყველა ერთად, ტოლერანტობითა და სიყვარულით, ვიცხოვრებთ ერთიან და ძლიერ საქართველოში", - ნათქვამია განცხადებაში.