logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილის განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა პირველადი მოხმარების სურსათის ფასებს არ გაზრდის
- +

29 დეკემბერი. 2020. 22:14

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ  კომერციული სექტორი, რომლისთვისაც გაიზარდა ელექტროენერგიის ტარიფი, არ გაზრდის პირველადი მოხმარების სურსათზე ტარიფს. როგორც მან  განმარტა, გაზრდილ სხვაობას სახელმწიფო დაასუბსიდირებს.

 

„გამოვკვეთეთ კონკრეტული დარგები, რომლებიც პირდაპირ აისახება მოსახლეობის მდგომარეობაზე. ესაა სურსათის წარმოება, ჩვენი სფერო, სადაც შევარჩიეთ პირველადი საჭიროების პროდუქტები. ამ მიმართულებით, ტარიფის ზრდის ნახევარს სახელმწიფო დაასუბსიდირებს მთელი წლის განმავლობაში, 2021 წელს. სახელმწიფომ გააკეთა პირველადი მოხმარების სურსათის იდენტიფიცირება. ბუნებრივია, ყველაფრის სუბსიდირებას ვერ მოვახერხებთ, რადგან რესურსები შეზღუდულია. ფული, რომელსაც ჩვენ ვხარჯავთ, სახელმწიფომ მაქსიმალური პასუხისმგებლობით უნდა გადაანაწილოს“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში საუბრისას.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner